Статья 57. არასავალდებულო გარანტია
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
თუ გარანტიის წარდგენა სავალდებულო არ არის, მაგრამ საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ პირი კუთვნილ იმპორტის გადასახდელს დადგენილ ვადაში არ გადაიხდის, საბაჟო ორგანომ უნდა მოითხოვოს გარანტიის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში გარანტიის ოდენობა ამ კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
