Статья 65. იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა
1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე.
3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. წიგნი IV საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა თავი X. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
