Статья 85. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. პირმა საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი საბაჟო პროცედურაში შეიძლება მოაქციოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც სრულად არ შეიცავს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს ან რომელსაც სრულად არ ახლავს იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. პირმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია შეიძლება რეგულარულად წარადგინოს საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
