Статья 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება.
2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება; ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა. 2 1 . საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.
