„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
Статья 25. - ცვლილებები
1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი, წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასეთი ცვლილება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მხარეები წერილობითი ფორმით აცნობებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებებისა და შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
2. მხარეებმა რომელიმე მხარის მოთხოვნისთანავე უნდა წამოიწყონ კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
3. ცვლილებები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალაში შევა ისეთივე პროცედურით, როგორიც დადგენილია ამ შეთანხმებისათვის.
