განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ტრანსპორტში გამოყენებული ყველა სახის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი სარგებლის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას. თუ ბიოსაწვავის მინერალური ზეთის დერივატივებთან შერევისას ბიოსაწვავის წილის პროცენტული მაჩვენებელი 10 პროცენტს აჭარბებს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მოთხოვნა, რომ ამის შესახებ მიეთითოს გაყიდვების პუნქტებში.
2.ეკონომიკური აგენტებისთვის დაკისრებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიასთან დაკავშირებული საერთო-სახელმწიფოებრივი ვალდებულებებისა და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებელთან შესაბამისობის ჩვენების მიზნით იმ ბიოსაწვავის წილი, რომელიც ნარჩენებისგან, არასასურსათო ცელულოზის მასალისა და ლიგნოცელულოზის მასალისგან მიიღება, სხვა ბიოსაწვავის წილზე ორჯერ მეტად უნდა იქნეს მიჩნეული.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.