სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
Статья 4. ვადის ათვლა
პირისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა იწყება: ა) პირის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – პირის მიერ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე; ბ) პირის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიერ შესაბამისი დაწესებულების დატოვების მომენტიდან; დ) პირისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ე) პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას − პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტიდან; ვ) პირისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას − პირისთვის სასჯელის შეცვლის მომენტიდან; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისას − პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მომენტიდან.
