1.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას და შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ახორციელებს .
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
1.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას და შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ახორციელებს .
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
3.ამ კანონის მიზნებისთვის ფიზიკური პირის სერტიფიცირების ვადა და იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია.
4.დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც სერტიფიკატი ან აკრედიტაცია გაუუქმდა, უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
5.სამინისტრო ქმნის, აახლებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას.
6.დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად პირს, რომელიც შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის ან/და ფუნქციონირების პროცესში მონაწილეობდა ან მონაწილეობს, არ აქვს უფლება, განახორციელოს ამ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და მოამზადოს აღნიშნულ შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ამ პუნქტის მიზნებისთვის ასეთ პირად მიიჩნევა: ა) შენობის დამპროექტებელი; ბ) დეველოპერი, მშენებელი ან/და შენობის ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელი; გ) შენობის მოვლასა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გამართულობის უზრუნველყოფაში მონაწილე პირი; დ) შენობაში ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Изменения, которые прошла эта статья
Revises the accreditation process for energy auditors/inspectors, granting government authority over rules & procedures.
акт об изменении №6203363Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.