1.სამინისტრო ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ტყით გრძელვადიანი სარგებლობის განსახორციელებლად ადგენს სამეურნეო ჭრით დასამზადებელი ხეტყის ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას − საანგარიშო ტყეკაფს.
2.დასაშვებია სამინისტროს მიერ საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება ტყეთმოწყობის მასალების, ტყის დაცვის რეჟიმის, კატეგორიისა და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყის მდგომარეობაზე.
