ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საქართველოს მთავრობა პირის მიერ ექსპორტირებულ ან/და წარმოებულ პროდუქტზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს ინდივიდუალურად, არადისკრიმინაციულობის საფუძველზე შემოიღებს.
3.შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი ამ ტარიფს (სატარიფო განაკვეთს) არ უნდა აღემატებოდეს.
4.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები.
5.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.