1.საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
