შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Статья 3. კანონის წინაშე თანასწორობა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული.
