1.დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთეულების განთავსება ან . იგივე წესი მოქმედებს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
