1.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი.
