ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსთან და საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით: ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი; ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი; ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2.
