Статья 31. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენა და მორატორიუმი
1. ამ მუხლის მიზნებისთვის, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში დადებითია, თუ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეფასებით, არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) რეგულირებულ შეთანხმებას აქვს დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა; ბ) მოვალეს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. მოვალემ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის აღნიშნულ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება.
3. მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი გამოიყენოს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად.
4. სასამართლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 24 საათში დაადგენს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გამოიტანს სათანადო განჩინებას.
5. განჩინებაში, რომლითაც დადგენილია რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ განჩინების გამოტანიდან 2 თვის განმავლობაში მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმი, თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული შეთავაზებით. მორატორიუმის ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ კრედიტორთა კრების მიერ რეგულირებული შეთანხმების დასადებად მოლაპარაკების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
6. რეგულირებული შეთანხმების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანისთანავე ჩერდება რეაბილიტაციის ან გაკოტრების შესახებ განცხადების განხილვა. უხლი 32. საჯაროობა რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ პროცესში მორატორიუმის ამოქმედებისთანავე ამ კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს ეკისრება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
