Статья 89. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება
1. რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ახორციელებს ისეთ ქმედებას ან მან განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; ბ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მას ისეთი ქმედების განხორციელებას სთავაზობს, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; გ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თავის უფლებამოსილებებს არაკეთილსინდისიერად ახორციელებს.
2. სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისგან თავის შეკავება.
3. დაუშვებელია, სასამართლომ მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ ეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
