Статья 98. საჯაროობა გაკოტრების რეჟიმში
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გაკოტრების მმართველმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, აგრეთვე გაკოტრების მმართველის ვინაობის თაობაზე (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია).
2. გაკოტრების რეჟიმის შეცვლა ან მართვაში მყოფ მოვალესთან დაკავშირებული ცვლილება, როგორც მოვალის სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილი ცვლილება, საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
