Статья 125. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, თუ კანონი ან წესდება ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას.
2. სამეთვალყურეო საბჭოზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ კანონის 209-ე−220-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე და 53-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
