Статья 130. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის საერთო კრებაში მონაწილეობა
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საერთო კრებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით, ერთ ან რამდენიმე საერთო კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით.
2. საერთო კრებაში პარტნიორის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს საერთო კრების მომწვევ ორგანოს და მას შესაბამისი მინდობილობა ამ კრების ჩატარებამდე ან კრების დაწყებისთანავე უნდა წარედგინოს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
