Статья 168. სარეზერვო კაპიტალი
1. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სარეზერვო კაპიტალის შექმნას. სარეზერვო კაპიტალი უნდა შეადგენდეს განთავსებული კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, თუ წესდებით უფრო დიდი ოდენობა არ არის დადგენილი. სარეზერვო კაპიტალის აღნიშნულ ოდენობაში ჩაითვლება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა (არსებობის შემთხვევაში).
2. ვიდრე სარეზერვო კაპიტალის ოდენობა წესდებით დადგენილ ზღვარს არ მიაღწევს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია წლიური წმინდა მოგებიდან სარეზერვო კაპიტალში ყოველწლიურად გადაიტანოს სახსრები იმ ოდენობით, რომელსაც ადგენს საერთო კრება და რომელიც არ უნდა იყოს წლიური წმინდა მოგების 5 პროცენტზე ნაკლები.
3. სარეზერვო კაპიტალი განკუთვნილია სააქციო საზოგადოების გასული სამეურნეო წლის ზარალის ან ზარალის ნაშთის დაფარვისა და სააქციო საზოგადოების აქციათა გამოსყიდვისთვის, თუ სააქციო საზოგადოებას სხვა სახსრები არ აქვს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
