Статья 207. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის გამოიყენება ამ კანონით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის დადგენილი წესები, თუ წესდებით განსაზღვრული არ არის სხდომის მოწვევისა და ჩატარების სხვა წესი.
2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა ან ამ სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს იმ ხელმძღვანელი პირისთვის, რომელთან დაკავშირებული საკითხიც განიხილება აღნიშნულ სხდომაზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
