Статья 56. ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
1. ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს, ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხდება და აუდიტი ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ − სდპ), რომელიც არის პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმო, ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. აუდიტის განხორციელებაში სამეწარმეო საზოგადოების აქციონერების/პარტნიორების, მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მონაწილეობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას აუდიტორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.
4. მეწარმის ხელმძღვანელი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისთვის.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
