Статья 96. შენატანის განხორციელების ვალდებულება
1. თუკი პარტნიორმა წესდების მიხედვით იკისრა შენატანის განხორციელების ვალდებულება, ამ ვალდებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ 2 პარტნიორი ჰყავს. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ 2 პარტნიორი ჰყავს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება შეიძლება დაიშალოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.
2. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით მოითხოვოს სხვა პარტნიორის მიერ ნაკისრი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სასამართლოში წარმოადგინოს.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამის შესახებ შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორი წერილობით იქნა გაფრთხილებული და მან გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
