საქართველოს რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეროვნული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, თავის ბუნებრივ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ შესაძლებლობათა ფარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ურთიერთხელსაყრელი საქონელგაცვლის და სამეურნეო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებით, თანასწორუფლებიანი პარტნიორების პრინციპების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელს უწყობენ უცხოეთის ფირმებთან პირდაპირი კავშირების დამყარებაში, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უქმნიან მათ საქმიანობის ხელსაყრელ პირობებს.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ
Статья 6. ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 30 июн. 1991 г.






