სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ორგანიზაციის და სხვა იმ საკითხების ხელმძღვანელობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების ფუნქციებში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ქმნის საქვეუწყებო ორგანოებს (დეპარტამენტი, სახელმწიფო კორპორაცია, სახელმწიფო კონცერნი , კომისია, მთავარი სამმართველო და სხვა), გარდაქმნის და გააუქმებს მათ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, ხოლო მოადგილეებს - ამ ორგანოთა ხელმძღვანელები (ამოღებულია - 15.03.1994) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოთა კანონსაწინააღმდეგო აქტები. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Статья 22. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოები
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 15 мар. 1994 г.
