საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ და აკონტროლებენ სამინისტროთა, კომიტეტების, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მუშაობას, აძლევენ ოპერატიულ მითითებებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შეტანილ წინადადებებს, დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტებს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Статья 29. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 15 мар. 1994 г.
