1.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნები და ვალდებულებები .
3.ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების გათვალისწინებით , თუ უზრუნველყოფის აქტივი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე -3 ან მე -5 მუხლით ან / და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს ( მათ შორის , თუ უზრუნველყოფის აქტივი უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს ), ეს აქტივი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება . იმ უზრუნველყოფის აქტივებისთვის , რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს , საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი .
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხის მხოლოდ ის ნაწილი , რომელიც ამ კანონის მე -3 მუხლისმე -4 და მე -5 პუნქტებით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობის ფარგლებშია .
5.თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფის აქტივი დეფოლტში აღმოჩნდება , ასეთი მოთხოვნის მოცულობა , რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , შეიძლება შემცირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად . აღნიშნულის მიუხედავად , არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა , რომელიც დეფოლტშია , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება .
6.ემიტენტი ვალდებულია შეამოწმოს უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემოწმების შედეგები აცნობოს როგორც უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს , ისე საქართველოს ეროვნულ ბანკს . ამ პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების პერიოდულობა და ჩატარების წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .
7.თუ უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება , რომ დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით ან / და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები , ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაზარდოს უზრუნველყოფის აქტივები შესაბამის ოდენობამდე .
8.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ზღვარი , აგრეთვე დააზუსტოს ვალდებულებების უზრუნველყოფის გაანგარიშების წესი .
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.