1.გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2.დონორისთვის სისხლის ან მისი კომპონენტის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, თუ ეს არ არის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
4.სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტი ან იმპორტი, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული კონფისკაციის შეფარდებისას შესაბამის დადგენილებას აღასრულებს აღმასრულებელი.
5.სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტის სალიცენზიო პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.



