1.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს სპეციფიკაციებს, რომლებიც აღწერს შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მახასიათებლებს. # 2. თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები, აგრეთვე ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) ინტერესები.





