Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო შესყიდვების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ამ კანონის დებულებებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოიყენოს ამ კანონით დადგენილი სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესი, ან იხელმძღვანელოს ამ თავის დებულებებით, ან ისარგებლოს ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით. სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესის გამოყენების შემთხვევაში საჯარო შესყიდვაზე ამ თავის დებულებები არ ვრცელდება. ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით სარგებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი მიზნად არ ისახავს ამ კანონის გამოყენების ხელოვნურად თავიდან აცილებას და ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება.
5.თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ხორციელდება, მათზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
6.თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვაზე ამ კანონის 61-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.