რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Статья 15. ფიზიკური პირის უფლება-მოვალეობები
1. ფიზიკური პირი ვალდებულია, დაიცვას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობა.
2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იცხოვროს და იმუშაოს რადიაციულად უსაფრთხო გარემოში; გ) მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღებაში; დ) მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლების დასაცავად ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით. თავი III. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება
