რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით: ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად; ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად; გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად; დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევებში წარუდგინოს მათ სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ნებართვის საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის მიწოდების წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.