1.ამ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია ან, სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.
2.ეს კანონი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობის განხორციელებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
3.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ დაბინძურების გამომწვევ სამრეწველო საქმიანობებზე, წვის დანადგარებსა და ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე.
4.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებზე.



