Статья 109. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი
1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
4. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
