1.
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ეს კანონი ადგენს ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ცოცხალი ადამიანის ან გარდაცვლილი პირის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობებს.
3.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციაზე, მოპოვებასა და ტესტირებაზე, რომლებიც ადამიანისთვის განკუთვნილი, ქსოვილების ან/და უჯრედების შემცველი ან მათგან დამზადებული პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება.
4.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ჰემოპოეზურ ღეროვან უჯრედებზე, რომლებიც პერიფერიული სისხლისგან, ჭიპლარის სისხლისა და ძვლის ტვინისგან არის გამოყოფილი/შეგროვებული.
5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) რეპროდუქციულ ქსოვილებსა და უჯრედებზე; ბ) ემბრიონისა და ნაყოფის ქსოვილებსა და უჯრედებზე; გ) სისხლსა და მის კომპონენტებსა და პროდუქტებზე; დ) ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის გადანერგვაზე; ე) ავტოლოგიურ ქსოვილებსა და უჯრედებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტრანსპლანტატი, იმავე ქირურგიული პროცედურის ფარგლებში. მუხლი 2. ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და ამ კანონის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობა 1. ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2.ეს კანონი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს და ევროკომისიის შესაბამის სამართლებრივ აქტებს, მათი მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.