1.ქსოვილი მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში, რომელსაც შესაბამისი უფლება/ლიცენზია აქვს მინიჭებული.
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
1.ქსოვილი მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში, რომელსაც შესაბამისი უფლება/ლიცენზია აქვს მინიჭებული.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ქსოვილი უნდა მოიპოვოს კვალიფიციურმა და სათანადოდ მომზადებულმა დონორმა ჯგუფმა სათანადო დონორი კლინიკის/ქსოვილის ბანკის ხარისხის სისტემისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და ოპერაციული პროტოკოლის შესაბამისად.
3.დონორი ჯგუფის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მისი წევრების კვალიფიკაციასა და მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.
4.თუ გარდაცვლილი დონორისგან ქსოვილი ამოიღო (ამოიღეს) დონორმა ჯგუფმა (დონორმა ჯგუფებმა), რომელიც (რომლებიც) საქმიანობას ორ ან ორზე მეტ დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში ახორციელებს (ახორციელებენ), უნდა არსებობდეს შესაბამისი მიკვლევადობის სისტემა ქსოვილების დონაციის საიდენტიფიკაციო ნომრებსა და ერთი და იმავე გარდაცვლილი დონორის იმ ქსოვილებს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად, რომლებიც განაწილებულ და გამოყენებულ იქნა.
5.ქსოვილის მოპოვების პროცედურები და მოპოვებული ქსოვილის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/ქსოვილის ბანკის მიერ მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.