Статья 153. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ იმ ხარჯების აუნაზღაურებლად, რომლებიც უკანონო სარგებლობის დროს იყო გაწეული. მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად გავარგისება, ნაგებობათა აღებითურთ, წარმოებს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის თუ მოქალაქის ხარჯზე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი. თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის დაბრუნება ხდება სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო, საქალაქო, რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
