Статья 17. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა
სამრეწველო საწარმოების, საცხოვრებელი ობიექტების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისათვის, აგრეთვე სხვა არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან სოფლის მეურნეობისათვის უვარგის მიწებს ან დაბალხარისხოვან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული მიზნისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდიდან მიწის ნაკვეთს გამოყოფენ უპირატესად ტყით დაუფარავი ან ბუჩქნარით თუ მცირე ღირებულების ნარგავებით დაფარული ფართობებიდან. მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულია, ხდება სახელმწიფო სამთო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით. ელექტროგადამცემი, კავშირგაბმულობის ხაზები და სხვა კომუნიკაციები გაჰყავთ უმთავრესად გზების, არსებული ტრასების და ა. შ. გასწვრივ. სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ მიწებს, რომლებიც გამოყოფილია არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, მიუზომავენ ფაქტიური საჭიროების მიხედვით და, როგორც წესი, მოსავლის აღების შემდეგ.
