Статья 80. საძოვრებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა
ამ კოდექსის 75-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას, რომელსაც ჰყავს საკუთარი პირუტყვი, საძოვრებისათვის გამოუყოფენ მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებიდან, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან. პირუტყვის საძოვებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით. ასეთი მიწების უქონლობის შემთხვევაში ნაკვეთი პირუტყვის საძოვებლად შეიძლება გამოიყოს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის. სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის მიწებიდან, ამასთან, პირუტყვის მესაკუთრემ მიწათმოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს ამ ნაკვეთის მოვლისა და გაუმჯობესების ხარჯები. სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებს, მოსამსახურეებს და სპეციალისტებს პირუტყვის საძოვებლად გამოუყოფენ ნაკვეთს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სოფელში მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს, პენსიონერებს და ინვალიდებს – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ამ ნაკვეთის შენახვისა და გაუმჯობესების ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მიწათმოსარგებლე და ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
