Статья 84. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის
კოლექტიური მებაღეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ ქალაქების მწვანე ზონის ან სხვა დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ, დასახლებული პუნქტების ტერიტორიათა პერსპექტიული გაფართოების გათვალისწინებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან და სახელმწიფო სატყეო ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტყის გაშენებისათვის. აღნიშნული მიწების უქონლობისას კოლექტიური მებაღეობისათვის, როგორც გამონაკლისი, შეიძლება გამოყოფილი იქნეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დამხმარე მეურნეობით დაკავებული მიწებიდან, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოუმარჯვებელი მიწები, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივ მეურნეობაში, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი და სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც გატყევებას არ ექვემდებარება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მწვანე ზონებში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
