1.მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.
4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 კალენდარული დღის ვადაში უპასუხოს.
5.მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.



