Статья 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კოდექსსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
