Статья 32. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა
1. პენიტენციური დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვებ მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ბრძანებით.
3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
