Статья 82. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. მიღებულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას (განჩინებას) გამოიტანს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
