1.პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს.
2.საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.
3.საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
