განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 11 070,0 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 10 740,0 ათასი ლარის დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. თანხის ხარჯვაზე პასუხიმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება. 330,0 ათასი ლარის განკარგვას განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისა და მშენებლობის, ასევე პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
Статья 19. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 19 дек. 2025 г.
