Статья 115. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოს პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) თანამდებობა (საქმიანობა); დ) სამუშაო ადგილი; ე) მისამართი(საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ) პარტიულობა; თ) საქართველოში ცხოვრების ვადა; ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიი სწევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.
5. განცხადებას უნდა ერთოდეს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.
6. განცხადებას ხელს აწერს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ყველა წევრი.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
