1.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია.
2.საარჩევნო კოლეგიაში შედიან: ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი; გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები. მუხლი 119. პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება 1. პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.
