1.თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
1.თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებითვე ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
3.თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.
4.ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.